aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის მერი: “მერის თანამდებობაზე მოსვლის დღიდან შევუთანხმდი თანამშრომლებს, რომ სამსახურში ფეისბუქი არ უნდა გამოეყენებინათ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მერიაში არსებულ კომპიუტერებში, პიარის სამსახურის გარდა, ფეისბუქი ყველგან დაბლოკილია. საჯარო მოხელეებს კი, მისი თქმით, 10-დან 6 საათამდე პოსტების გამოქვეყნება და კომენტარების დაწერა მობილური ტელეფონებითაც შეზღუდული აქვთ.

,,მერის თანამდებობაზე მოსვლის დღიდან შევუთანხმდი თანამშრომლებს, რომ სამსახურში ფეისბუქი არ უნდა გამოეყენებინათ. ზოგმა დაარღვია პირობა, ზოგმა დაიცვა წესი. შემდეგ კი, გადავწყვიტეთ საერთოდ დაგვებლოკა გასართობი საიტები, მათ შორის ფეისბუქი. პირობას ვერ დაარღვევენ, სადმე თუ შევნიშნეთ სოციალური ქსელის გამოყენების ფაქტი, პასუხს ტექნიკურ სამსახურს მოვთხოვთ“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ამბავზე, ზაზა სარალიძის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციების ქვეშ, მერიის თანამშრომლები სწორედ სამუშაო საათებში წერდნენ იმ კომენტარებს, რომელთა შინააარსმაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....