aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი პირველმა ბავშვის დედამ აღმოაჩინა. ცხედარი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზაზე.

ადგილობრივები ერთ-ერთ ვერსიად გადმოგდებასაც ვარაუდობენ და ამბობენ, რომ კორპუსის სახურავზე ასასვლელი კარი გასაღებით იყო დაკეტილი.

როგორც ცნობილია გოგონა იმ კორპუსის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წუთებში იმყოფებოდა, თუმცა რა უნდოდა სახურავზე  უცნობია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ  გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....