aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გლდანის აგრარულ ბაზრებში ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გლდანის აგრარულ ბაზრების შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, რომლის წარმომადგელებმა შპს “მერკადოს“ და შპს „სუზალას“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონები შეამოწმეს.

განცხადების თანახმად, გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, მავნე სურსათი კი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

“გარდა ამისა, შპს „მერკადოს“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახეობრივი კვლევისთვის ხორცისა და ხორცპროდუქტების 40 ნიმუში აიღო, რომელთაგანაც დარღვევა დაფიქსირდა 11 ნიმუშში.

ამავე პერიოდში სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდა 7243 კგ ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები“, – ნათქვამია სააგენოს ოფიციალურ განცხადებაში.

იტვირთბა....