aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გირჩის” ახალ თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს. კენჭისყრა და “გირჩის” დღევანდელი ყრილობა არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობდა. წარდგენილ კანდიდატებს შეკრებილები აპლოდისმენტებით უჭერდნენ მხარს. ახალი თავმჯდომარის თქმით, „გირჩის“ გეგმები არ იცვლება.

“გირჩის” მომავალი გეგმები არაფრით იცვლება იმის გამო, რომ თავმჯდომარე შეიცვალა. ეს სრულიად ფორმალური ნაწილია,რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მე ვრჩები იმად, ვინც ვიყავი, ზურაც იმად რჩება, ვინც იყო. მოდით, გავერთოთ დღევანდელ დღეს. “გირჩის” გეგმები რაც იქნება, ერთად შევიმუშავებთ სხვა დროს, როდესაც ამის განწყობაზე ვიქნებით”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღეს ყრილობაზე ასევე აირჩიეს სარევიზიო კომისიისა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც. “ხმის დამთვლელი კომისია შედგება სამი ადამიანისგან. ესენი არიან: დინანუ მირიანაშვილი, ანა გვარიშვილი და მირიან ბეჟიტაშვილი. პარტიას სჭირდება სარევიზიო კომისია, რომლის წევრებადაც წარდგენილი არიან: ანა გვარიშვილი, ნიკა ობოლაძე და ლევან ჯგერანაია. პარტიას სჭირდება პოლიტსაბჭო, რომელიც ასევე ფორმალური სტრუქტურაა და იდეაში აქამდე არაფერში დაგვჭირვებია. პოლიტსაბჭოში მინიმუმ ოთხი წევრი უნდა იყოს და წარდგენილები არიან: ზურა ჯაფარიძე, ვახო მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია და მარიტა რატიანი. ბოლოს პარტიის თავმჯდომარე ორი თვე ვიყავი მე, ვადა უკვე გასული მაქვს. არ მგონია, რომ უნდა გადავიქცე ან შალვა ნათელაშვილად ან ვინმე მასეთად. მე აღარ ვიქნები პარტიის თავმჯდომარე. ეს თემა მოხსნილია. ჩემი წინადადება იყო და ყველა დამეთანხმა, რომ ეს მძიმე ტვირთი ატაროს იაგო ხვიჩიამ”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

იტვირთბა....