aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი ჭელიძის პროცესზე მოსამართლემ 3 ადვოკატი დააჯარიმა: პროცესი დაიხურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასამართლოს უპატივცემულობისთვის, მოსამართლემ ფაშისტური მოძრაობის ლიდერის, გიორგი ჭელიძის სამი ადვოკატი დააჯარიმა. ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, ერთ-ერთი პროკურორის აცილების თაობაზე, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულმა პროკურორმა გიორგი ჭელიძეს გარესამყაროსთან კონტაქტი აუკრძალა.

დაჯარიმების გამო, დანარჩენმა ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მოსამართლემ კი პროცესი დახურა.

დღეს, ჭელიძის ინტერესებს 13 ადვოკატი იცავდა. მათი განცხადებით, ისინი ჭელიძეს უსასყიდლოდ იცავენ, რადგან როგორც თავად ამბობენ, მისი დაკავებით ეროვნულობას საფრთხე ექმნება.

ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესზე უფლებადამცველებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რადგან მოსამართლე მათ არ აძლევდა აზრის დაფიქსირების უფლებას. ადვოკატები ასევე ითხოვდნენ მოსამართლის საქმიდან აცილებასაც.

ქართული ფაშისტური მოძრაობის “ეროვნული ერთობის წევრ” გიორგი ჭელიძეს ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

იტვირთბა....