ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძეს თვალი მადრიდის “რეალმაც” დაადგა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა მსოფლიოს რომელიმე წამყვან კლუბში ვიხილოთ.

იტალიური წყარო „კალჩომერკატოს“ (Calciomeracto) ინფორმაციით, ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამორჩეული თამაშით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა „რომას“ წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო. გამოცემის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით სხვა გამოჩენილი კლუბებიც ინტერესდებიან, რომელთა შორის არიან მიუნხენის „ბაიერნი“, დორტმუნდის „ბორუსია“, „მონაკო“, მადრიდის „რეალი“, და „ბარსელონა“.

ქართველის შესახებ ესპანური გამოცემა „მარკა“ (Marca) გვატყობინებს, რომ ახალგაზრდა გიორგი ჩაკვეტაძით ყველაზე მეტად კატალონიური გრანდია დაინტერესებული, მაგრამ იქვე სახელდება მადრიდის „რეალიც“, რომელსაც გიორგის კარგი თამაში არ გამოჰპარვია და ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენაზე სერიოზულად ფიქრობენ.

ყოველდღიური ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ორი ესპანური გრანდის გარდა, ქართველის თავიანთ კლუბში ხილვა „შახტარს“, „ტოტენჰემსა“ და „ბორნმუთსაც“ სურთ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „გენტის“ შემადგენლობაში, ქართველმა ფეხბურთელმა 20 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩაკვეტაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი ითამაშა და აქედან  5 გოლის გატანა შეძლო.

სხვა ამბები

სერგეენკო: “სისხლის ბანკი” ცდილობს, უბედური შემთხვევა გამოიყენოს, დაამზადოს პროდუქტი, რომელსაც კომერციულად გაყიდის

newsadmin

ლიეტუას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მიუსამძიმრა

newsadmin

Human Rights Watch – ადამიანის უფლებები საქართველოში 

newsadmin

“მთელი ქალაქი ბომბზე ზის, რაც დიდ დიღომში მოხდა მონაგონი იქნება” – ანზორ საკანდელია

newsadmin

Facebook-მა რუსეთიდან მართულ კოორდინირებულ კამპანიაში ჩართული გვერდები წაშალა

newsadmin

„ლ ჯგუფის“ ადვოკატი – „ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, ჯოხი მშენებლებზე გადატეხოს

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა - გადაწყვეტილება პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მიიღო. 16 იანვარს, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა... ნახე სრულად..