aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი მღებრიშვილმა ნატო-ში საქართველოს მეკავშირე ოფიცერი დააჯილდოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ნატო-ში საქართველოს მისიას ეწვია.

შს მინისტრმა, მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერი, კაპიტან-ლეიტენანტი პაპუნა დავითაია მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის“ დააჯილდოვა.

შს სამინისტროს ცნობით, პაპუნა დავითაია საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში 2009 წლიდან მუშაობს. 2014 წლიდან იგი ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერია. პაპუნა დავითაია დიდ ბრიტანეთში, ნორთვუდში მსახურობს.

ნატო-ში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი ხელს უწყობს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას, ნატო-სა და საქართველოს შსს-ს შორის ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლას და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებას.

იტვირთბა....