aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კახიანი: პარლამენტს შეუძლია პრეზიდენტის გარეშე შეიკრიბოს და კონსტიტუციის პროექტზე იმსჯელოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, იმის გამო, რომ პრეზიდენტმა არ გამოსცა აქტი, პარლამენტს შეუძლია სამშაბათს, 14:00 საათიდან შეიკრიბოს და კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე იმსჯელოს:

“ჩვენ ვამბობდით, რომ მესამე მოსმენა იქნებოდა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ და ეს გვინდოდა ყოფილიყო 26 სექტემბერს. გავითვალისწინეთ ის შემთხვევაც, როგორ მოვქცეულიყავით პრეზიდენტს სხვადასხვა მიზეზების გამო რომ არ მოეწვია რიგგარეშე სხდომა. ვინაიდან პრეზიდენტს კვირას, 14:00 საათზე გაეგზავნა მოწვევა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, 48 საათი იწურება სამშაბათს, 14:00 საათისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან პრეზიდენტმა არ გამოსცა ეს აქტი, სამშაბათს 14:00 საათიდან პარლმენტს შეუძლია შეიკრიბოს და იმსჯელოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენაზე”,- განაცხადა კახიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნზე, რიგგარეშე სხდომის დაწყების თობაზე ხელი არ მოაწერა.

იტვირთბა....