aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გიგა ბოკერია: საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგია ბოკერიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან საქართველო იყო პუტინის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და არა პირიქით.

„ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველო იყო პუტინის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და არა პირიქით. ის მოქალაქეები, ვინც ცხინვალში ცხოვრობდნენ, ნებისმიერი ეთნიკური წარმოშობის, მნიშვნელობა არ აქვს, იყვნენ პუტინის პოლიტიკის მსხვერპლი. რა თქმა უნდა, საომარი მოქმედებების დროს, მათ შორის საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიების დაცვისას, ბუნებრივია, სამხედრო ძალა იყო გამოყენებული და ეს ყოველთვის არის ცუდი და ყოველთვის საფრთხეს უქმნის ნებისმიერი წარმომავლობის მოქალაქეებს, ვინც ცხოვრობს სამხედრო მოქმედებების ზონაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იტვირთბა....