aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

გია ხუხაშვილი: “რაც არ უნდა მოხდეს სომხეთში, მას რუსეთს იქით გზა არ აქვს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც არ უნდა დამთავრდეს საპროტესტო აქცია, უნდა გვესმოდეს, რომ გეოპოლიტიკური გაგებით, სომხეთს რუსეთს იქით გზა არ აქვს. როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს ყველაფერი სომხები რუსეთის დაცვის ქვეშ ცხოვრებისთვის განწირულები არიან, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სომხეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.

“თუ სოციალური, ეკონომიკური ან პოლიტიკური მიზეზი არ არსებობს, მაშინ ასეთი მასშტაბური აქციის ორგანიზება შეუძლებელია.  აქედან გამომდინარე, ეს პროცესი არის ბუნებრივი და გამოწვეულია ათეულობით წლების განმალობაში დაგროვებული პრობლემებით. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ახლა უკვე ვიღაცა ამ ყველაფერს ზურგს უქმნიდეს. როგორც არ უნდა დამთავრდეს საპროტესტო აქცია, უნდა გვესმოდეს, რომ გეოპოლიტიკური გაგებით, სომხეთს რუსეთს იქით გზა არ აქვს. როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს ყველაფერი სომხები რუსეთის დაცვის ქვეშ ცხოვრებისთვის განწირულები არიან.

თუ სომხებს რუსეთის ზურგი მოეხსებათ, ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან. დახედეთ რუკას ვინ არიან მისი მეზობლები – ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი. ერთდერთი გასასვლელი გარესამყაროზე საქართველოა. ჩვენ ნეიტრალური პოზიციიდან გამოვდივართ. სომხეთი რუსეთის ქოლგის გარეშე ვერ იარსებს. შიგნით კი რაც უფრო დემოკრატიული იქნება პროცესები მით კარგი. ჩვენ ხმარი უნდა დავუჭიროთ სომეხ ხალხს. თუმცა, პროდასავლური ხელისუფლების მოსვლა სომხეთში წარმოუდგენელია”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეახსენებთ, რომ სომხეთში პრემიერის სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

იტვირთბა....