ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გია ნოდია: ვეღარავინ ამბობს, კარგი სასამართლო როგორ მივიღოთ

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

“სასამართლო რომ ცუდ დღეშია და ხელისუფლებას რომ მასზე სრული კონტროლი უნდა, ამაში ეჭვი არ მეპარება”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნოდია აღნიშნავს, ვეღარავინ ამბობს, კარგი სასამართლო როგორ მივიღოთ.

” ერთი არაპოპულარული რამე უნდა ვთქვა. მთელი პროგრესული საზოგადოება აღშფოთებულია (ეკა ბესელიაც კი მის მხარეს აღმოჩნდა), რა ცუდი უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია წარუდგინეს პარლამენტს, რომ მიიღოს პარლამენტმა, საბოლოოდ დასამარდება მართლმსაჯულება და ა. შ.

სასამართლო რომ ცუდ დღეშია და ხელისუფლებას რომ მასზე სრული კონტროლი უნდა, ამაში ეჭვი არ მეპარება. შეიძლება, ეს კონკრეტული მოსამართლეებიც ცუდი ხალხია – არც ამავე ვაპირებ დავას, არ ვიცნობ. მაგრამ პრობლემა იმაში კი არაა, რომ ამ სიაში ცუდი ხალხია, არამედ იმაში, რომ ვეღარავინ ამბობს, კარგი სასამართლო როგორ მივიღოთ. ინსტიტუციური რეფორმები, რაც აქამდე განხორციელდა, ძირითადად შეესაბამება ევროპელების რჩევებს. მათი ძირითადი იდეა ისაა, რომ მოსამართლეები მაქსიმალურად განთავისუფლდნენ პოლიტიკოსების გავლენებისგან. მას შემდეგ, რაც ისინი უვადოდ დაინიშნებიან, ხელისუფლებას აღარ ექნება ბერკეტები სასამართლოზე გავლენის მოსახდენად და ეს უკანასკნელი დამოუკიდებელი გახდება. ის მოსამართლეებიც, ვისაც ახლა ყველა აგინებს, აქამდე ნებისმიერ ხელისუფლებას ემსახურებოდნენ იმიტომ, რომ მასზე იყვნენ დამოკიდებული; უვადოდ რომ გავამწესებთ, ხელისუფლებას აღარ დაუჯერებენ. აქამდე ეს ხედვა იყო სასამართლო რეფორმის მანათობელი შუქურა. თუ ეს სწორი თეორია იყო, მაშინ ახლა რაღას ვეწინააღმდეგებით? თუ არ არის სწორი თეორია, მაშინ სწორი რომელია? მურუსიძე თუ ჩითრიკაშვილი რამდენად კარგი თუ ცუდი მოსამართლეები არიან, ეს ნაკლებად მაინტერესებს”, -წერს ნოდია.

სხვა ამბები

დათუნაშვილი – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ბლაგვი საგანი თავში ორჯერ ჩამარტყა

newsadmin

ბრიტანეთში ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრიან

newsadmin

მეთოფიშვილი – ბესელია და მისნაირები სასამართლოს დამორჩილებას ცდილობენ

newsadmin

“ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება” – ბატიაშვილი

newsadmin

გაგრაში, აფეთქების შედეგად, რუსი ბიზნესმენი დაშავდა

newsadmin

საქართველოს რომელ რეგიონში დაფიქსირდა H1N1 ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..