aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა გთხოვოთ, არ მიმატოვოთ ამ ბრძოლაში, ერთი წელია სასამართლოში ვიბრძვი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეწამყვანი თათია სამხარაძე ქალთა სოლიდარობის მარშზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ერთი წლის წინ საოცნებო კარიერა მისმა უფროსმა შეიწირა, რის მიზეზიც ის არის, რომ, მისი თქმით, კარიერის სანაცვლოდ მას სხეული მოთხოვეს.

“მქონდა საოცნებო კარიერა, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, სანამ ჩემმა უფროსმა არ გადაწყვიტა, რომ კარიერის გამო, სხეულით უნდა გადამეხადა მისთვის. ერთი წელია, სასამართლოში ვიბრძვი იმისთვის, დავამტკიცო,რომ  სექსუალური შევიწროება დანაშაულია. მინდა გთხოვოთ ყველას, არ მიმატოვოთ ამ ბრძოლაში. ყველა გამოდით, ის ქალები, ვინც ერთი წლის განმავლობაში მხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ასეთი შემთხვევა მათაც ჰქონიათ და შეეშინდათ ამაზე ხმამაღლა ესაუბრათ. გამოდით და ისაუბრეთ ამაზე, რადგან მე და ჩვენ – ყველანი თქვენს გვერდით ვართ. ზუსტად ერთი წლის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში გივი სიხარულძემ გადაწყვიტა ლგბტ თემს დასხმოდა თავს, რაზეც ჩემი ბუნებრივი რეაქცია იყო, რომ არ განვასხვავებ ადამიანებს მათი სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, ან რელიგიური მრწმამსის მიხედვით. მე მიყვარს ყველა ადამიანი, რომელიც არ გავს გივი სიხარულიძეს, არ გავს კორკოტას, და ვფიქრობ, აღმაშენებლის გამზირი არ არის ის ადგილი, სადაც ფაშისტური განცხადებები უნდა კეთდებოდეს”, – განაცხადა სამხარაძემ.

 

იტვირთბა....