aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

გვარამია პროკურატურას – რაც პატარკაციშვილზე გამოგაქვთ ახლა, ესაა მხოლოდ აბდაუბდა საუბარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პროკურატურაში ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგს ეხმაურება.

“საქართველოს არაკვალიფიციურო პროკურატურავ, მე რომ ვილაპარაკო ვინმესთან, როგორ უნდა მოვკლა ივანიშვილი, მთელი დეტალებით: გამოვრთოთ კამერა, მოვისყიდოთ მზარეული, ქრთამი მივცეთ დაცვის უფროსს, სააკაშვილიც საქმის კურსშია და ა.შ. – ეს დანაშაულის მომზადებაა? ადამიანების ერთმანეთში საუბარია მხოლოდ.

ასევე სრული ბოდვაა, რაც პატარკაციშვილზე გამოგაქვთ ახლა. ესაა მხოლოდ აბდაუბდა საუბარი (რომლის ავთენტურობასაც კი ვერ ადასტურებთ), რომლესაც არათუ მკვლელობა არ მოყოლია, არამედ არც ერთი აქტიური ქმედების განხორციელებაც კი, რაც დანაშაულის მომზადების კვალიფიკაციისთვის აუცილებლად საჭიროა.

მუნდირის შემარცხვენელი პოლიტიზირებული ქაჯები ხართ!”, – წერს გვარამია.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი.

პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.

იტვირთბა....