aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გერმანია-შვედეთის მატჩი ჩხუბით დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სკანდალური დასასრული ჰქონდა გერმანიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩს. თამაშის შემდეგ, გერმანელი ფეხბურთელების ემოციებმა და სიხარულმა შვედეთის ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები გააღიზიანა. მათ კონფლიქტი მოუვიდათ გერმანიის ნაკრების ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

„გერმანელებმა ჩვენს სათადარიგოთა სკამთან მოირბინეს და პირდაპირ ჩვენს წინ დაიწყეს გამარჯვების აღნიშვნა. ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება”, – განაცხადა შვედების შემტევმა ემილ ფორსბერგმა.

კონფლიქტში აქტიურად იყო ჩართული შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იანე ანდერსონი, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა გერმანელთა გადაჭარბებული ემოციების გამო.
„არ მომეწონა გერმანელთა შტაბის ჟესტები. გაბრაზებული დავრჩი, როცა მატჩის ბოლოს მათი რეაქციები ვნახე. როცა მატჩი მთავრდება, უბრალოდ, ხელს ართმევთ ერთმანეთს და იშლებით”, – განაცხადა ანდერსონმა პრესკონფერენციაზე

იტვირთბა....