aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გემთმფლობელი კომპანია გაუჩინარებულ გემზე, სადაც ქართველები იმყოფებიან, განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბერძნული გემთმფლობელი კომპანია Lotus Shipping-ი განცხადებას ავრცელებს გაუჩინარებულ გემ „პანტელენას“ შესახებ, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. განცხადებას პირველი არხი აქვეყნებს.

​განცხადებაში წერია, რომ გემი 2018 წლის 14 აგვისტოს გაბონში (დასავლეთ აფრიკა), ლიბრევილის პორტიდან 31 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა და მასთან კავშირი 02:00 საათის შემდეგ არ დამყარებულა.

„ჩვენ, „ლოტუს შიფინგის“ წარმომადგენლები ძალ-ღონეს არ ვიშურებთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რადგან გემზე მყოფი ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. გვინდა ვთხოვოთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებს ამ მძიმე პერიოდში და არ გაასაჯაროონ მათი სახელები და გვარები“, – წერია Lotus Shipping-ისგანცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, “პანტელენას” სამძებრო სამუშაოებს გემთმფლობელი ბერძნული კომპანიაა Lotus Shipping-ი აწარმოებს.

პანტელენას“ ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია. გემთან კავშირი 14 აგვისტოს გამთენიისას შეწყდა.

იტვირთბა....