aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში გარევაჭრობა აკრძალეს: მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისის მერიამ, ქალაქში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეებს მუშაობა აუკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, გარემოვაჭრეთა ნაწილმა დღეს მუშაობა განაახლა.

გარემოვაჭრეები მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ხალხი არ აინტერესებს. გარევაჭრობის აკრძალვის სანაცვლოდ კი ადგილობრივ ხელისუფლებას დასაქმებას და სამუშაო ადგილებს სთხოვენ.

“ყველას ბანკის ვალები გვაქვს. ოჯახები გვყავს სარჩენი. მაგათ ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ. ბაზარში დიდი გადასახადებია და ვერ შევდივართ. თუ ჩვენზე ფიქრობენ, ადგნენ და თავიანთი ხელფასებიდან დაგვეხმარნონ. მარტო არჩევნებზე ვახსენდებით. აკრძალონ გარევაჭრობა. თუ სამუშაო ადგილები არ გვექნება, გამოვალთ და მაინც ვივაჭრებთ,” – აცხადებენ გარემოვაჭრეები.

ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ გარევაჭრობის აკრძალვა საზოგადოების დაკვეთა იყო.

“დაახლოებით 3-დან 4 000 ლარამდე კარგავს ქალაქი იმის გამო, რომ გარემოვაჭრეები გადასახადებს არ იხდიან. ჩვენ მათ ბაზრებში შესვლას და შეღავათებს ვთავაზობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები გავხდებით, ისინი პოლიციას გადავცეთ,” – ამბობს ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი.

უნებართვო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება თბილისის მერიამ 19 მარტს, მეტრო “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიური ღონისძიებები, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვა ადგილებშიც განხორციელდა.

იტვირთბა....