aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„განწირული ადამიანების დიდი იმედი”: როგორ იხსენებენ ონკოლოგ რევაზ გაგუას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ონკოლოგი რევაზ გაგუას შესახებ საფრანგეთში მცხოვრები ექიმი, ქეთევან ლობჟანიძე, ფეისბუქში წერს:

„განწირული ადამიანების დიდი იმედი, ონკოლოგიურის დირექტორი, პროფესორი რეზო გაგუა გარდაცვლილა. როგორ მეწყინა, მამას ვერც ვეტყვი.

იმდენი სიკეთე მახსოვს ამ ადამიანისგან, სიტყვები არ მყოფნის. მძიმე სამუშაო დღის მერე სახლში წასული იმ შუა ზამთარში ისევ ბრუნდებოდა ონკოლოგიურში, ასე,  20-21 სთ-თვის მამას დასახედად,  ამას აკეთებდა ყოველდღე, სანამ არ დასტაბილურდა. არც მინისტრს დაურეკია ჩვენს გამო და არც- პრეზიდენტს. უბრალოდ გულით აკეთებდა.

ბოლოს, მადლობა რომ გადავუხადე, რას ამბობთ, პირიქით, მადლობა ჩემგან გეკუთვნით მოთმინების და გამძლეობისთვის, თქვენი თანამონაწილეობის გარეშე (თანხას გულისხმობდა) იმ გართულებას ვერ დავამარცხებდითო. ქათინაურიც აქეთ გამოგვაყოლა, მამაზე თქვა, მსგავსი კეთილშობილება უიშვიათესია, ამას ვერ შეიძენ, ასეთი უნდა დაიბადოო. ეს სიტყვები ჩამრჩა და მასზეც ითქმის…“- წერს პარიზში მოღვაწე ექიმი ქეთევან ლობჟანიძე.

ცნობილი ექიმი, ქირურგი-პულმოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რევაზ გაგუა 72 წლის ასაკში, მოულოდნელად, თოდუას კლინიკაში ოპერაციის ჩატარების შემდეგ გარდაიცვალა.

ონკოლოგმა რევაზ გაგუამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს დაამთავრა.

1969–1970 წლებში იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი, 1970–1972 წელს მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972–1975 წელს მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975–1979 წელს თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და თორაკალური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 7 გამოგონება საავტორო უფლებებით, 14 რაციონალოზატორული წინადადება.

1989 წლიდან იყო ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ონკოლოგი. რევაზ გაგუა ექიმი ქირურგი–ონკოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი იყო.

იტვირთბა....