ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

ვალების განულების სიის გამოქვეყნება შესაძლოა გადავადდეს – ფონდ “ქართუში” ტელეფონს არ იღებენ

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს ექნებოდათ შესაძლებლობა ენახათ მოხვდნენ თუ არა ვალების განულების სიაში, შესაძლოა 3 დეკემბრამდე მზად არ იყოს.

“მეტრონომი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შეეცადა დაკავშირებოდა ფონდ “ქართუს”, რომელიც არის ინიციატორი ამ წინასაარჩევნო დაპირება-იდეის. თუმცა, ჩვენმა ძალისხმევამ, დავკავშირებოდით ფონდს, შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ტელეფონს აღნიშნულ ოფისში, ამ დრომდე, არავინ იღებს.

ამის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით გიორგი უძილაურს, რომელიც დღემდე ვიცოდით, რომ არის “ქართუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი. როგორც უძილაურმა გვითხრა, ის აღარ არის ამ განყოფილების უფროსი.

“დიდი ხანია აღარ ვარ ქართუში და როგორც ვიცი, ქართუს იმის შემდეგ პიარ-სამსახური არც ჰყავს” – გვიპასუხა უძილაურმა.

“მეტრონომი” შეეცადა დავკავშირებოდა ფინანსთა სამინისტროს, რადგან მინისტრმა თავის  დროზე განაცხადა, რომ გაკეთდებოდა ერთიანი ბაზა და 3 დეკემბრიდან უკვე მზად იქნებოდა ვებგვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა თავისი მონაცემები შეეყვანა და ენახა, მოხვდა თუ არა ის დავალიანების ჩამოწერის პროგრამაში.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, განაცხადა, რომ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ერთიანი ბაზა გაკეთდება და 3 დეკემბრიდან უკვე მზად იქნებოდა ვებგვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა თავისი მონაცემები შეეყვანა და ენახა, მოხვდა თუ არა ის დავალიანების ჩამოწერის პროგრამაში.
თუმცა, როგორც ირკვევა, ვებგვერდი ჯერ მზად არ არის, რადგან სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან კონკრეტული მევალეების სია ჯერ არ მიუღიათ.

გამომდინარე ფინანსთა მინისტრის განცხადებიდან, “მეტრონომი” დაუკავშირდა ფინანსთა მინისტრის პრესსამსახურის უფროსს ბაია ცანავას. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, რომ ვალების განულების შესახებ ვებ-გვერდი 3 დეკემბრიდან უნდა შექმნილიყო, და არა 3 დეკემბერს. ცანავას თქმით, სიატის შექმნის საკითხი არ შედის ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოწოდება ან ეროვნულ ბანკს, ან ფონდ “ქართუს” შეუძლია.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ბიზნესპრესნიუსს“ ფონდ „ქართუში“ განუცხადეს, ვებგვერდი ჯერ მზად არ არის, რადგან სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან კონკრეტული მევალეების სია ჯერ არ მიუღიათ.
„ვებგვერდს ვამზადებთ, თუმცა, მისი შინაარსით შევსება დამოკიდებულია კომპანიებზე, რომლებმაც უნდა მოგვაწოდონ კონკრეტული სიები და ველოდებით. მთავარია კონტენტი მივიღოთ, რის შემდეგაც ვებგვერდს ძალიან მალე გავააქტიურებთ,“ – აღნიშნეს ფონდში.

შეგახსენებთ, დეკლარირებულია, რომ დავალიანებების ჩამოწერა დაახლოებით 600 ათას ადამიანს შეეხება და წესით, ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს.

სხვა ამბები

“სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი” – ირმა ინაშვილი

newsadmin

შალვა რამიშვილს თათია სამხარაძემ სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

newsadmin

“ეს კანონმდებლობა მე არ მეხება” – ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირების შესახებ

newsadmin

“ივანიშვილი აპირებს, უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს”

newsadmin

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში გიორგი გახარიას იბარებს

newsadmin

“პარლამენტში მივიწყებული ქუჩა დაბრუნდა, თავისი ლექსიკით, ქცევებით…”

newsadmin

“სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩე, ჭკუაზე მოვიდეს” – პაპუაშვილი ნათელაშვილს

newsadmin

სერგი კაპანაძე: ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი

newsadmin

“სესხის ისტორია არ ქრება და ნუ შეჰყავს მთავრობას და “ქართუს” ხალხი შეცდომაში”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..