ახალი ამბები მთავარი სამართალი

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

“რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.მარნეულში, გ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მ.ტ.-ს დანით გულმკერდის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად მ.ტ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.კ. იმავე დღეს ქ.მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სხვა ამბები

“ქართულ ოცნებას აქვს სხვა სტანდარტი პოლიციასთან დაკავშირებით”

newsadmin

ზაზა ბაქრაძე: ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ფიგურირებდა გვარი ადეიშვილი

newsadmin

“რევოლუციაზე ლაპარაკობ, რომელსაც ამსტერდამიდან გიკიჟინებენ”

newsadmin

“ვაშაძე არის მართლაც კა-გე-ბე-ს პირდაპირი შთამომავალი და წარმომავალი”

newsadmin

“ორღობეში ჭორაობდა მელია”

newsadmin

“კანონი დაარღვიეს და სხვას იქით ედავებიან”

newsadmin

“ეს ნიშნავს, რომ გიკრძალავენ არსებობას”

newsadmin

“ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული”

newsadmin

გიორგი ბოტკოველი: თელავში ყველა შესასვლელი გადაკეტილი იყო

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..