aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამოქვეყნდა კიბოს რისკის შემცველი მედიკამენტების სია, რომელთაც რეგისტრაცია შეუჩერდათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის სამინისტრომ რეგისტრაცია ათზე მეტ პრეპარატს შეუჩერა, რომელთა მოხმარებამ შესაძლოა სასიკვდილო დაავადება გამოიწვიოს. ისინი, ძირითადად, კარდიოლოგიური პრეპარატებია და აკრძალვის მიუხედავად, აფთიაქებში მაინც იყიდება. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ დამდგარა იმის საჭიროება, რომ კონკრეტული მწარმოებელი კომპანიები შემოწმდნენ. მათი განმარტებით, წამლების ამოღებას შესაბამის პროცედურები და დრო სჭირდება.

რაც შეეხება კონკრეტულ მედიკამენტებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, ნივთიერება “ვალსარტანს” ჩინური კომპანია ამზადებს, რომელმაც 2012 წელს წარმოების სქემა შეცვალა და შემდგომ, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ “ვალსარტანსში“, რომელსაც ეს კომპანია აწარმოებს, არის ტოქსიკური მინარევები, რომელიც კიბოს გამოწვევის რისკის შემცველია.

სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად, საქართველოში უნდა შეწყდეს ყველა იმ კომპანიის მიერ წარმოებული წამლის იმპორტი და გაყიდვა, რომელსაც ნივთიერება “ვალსარტანს” აწვდის ჩინური კომპანია.

მედიკამენტების სიას, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შემცველია.

Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ)

CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)

CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ)

CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)

Valz (40მგ; 80მგ; 160მგ)

Valz H (80მგ; 160მგ)

NORTIVAN® (80მგ; 160მგ)

Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)

Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ)

Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)

Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ

forte 10მგ/160მგ/25მგ).

 

იტვირთბა....