aviabiletebi
საზოგადოება

“გადამხობილი არავისთან და არავისზე ვყოფილვარ!”: მზია ორველაშვილი ნინო კუზანოვას

aviabiletebi
ავიაბილეთები

წინა სეზონის „ცეკვავენ ვარსკვლავებში” გუგა კუზანოვის პარტნიორი, მზია ორველაშვილი ნინო კუზანოვას კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ძალიან დიდი ბოდიში! ძალიან გაფასებთ ყველას და ვმუშაობთ ერთად რამდენიმე წელია, მაგრამ გადამხობილი არავისთან და არავისზე ვყოფილვარ! შეიძლება, ამ სიტყვებში სხვა რაღაც არის ნაგულისხმევი, მაგრამ ცოტა შეურაცხმყოფელად ისმის ეს ყველაფერი! მე არასდროს არავისთვის პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში” არ მიმიცია მიზეზი ეჭვიანობის! არ გეწყინოთ არავის ეს პოსტი. უბრალოდ, არ მესიამოვნა ეს სიტყვები, მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ კუზანოვების ოჯახს და ვთვლი ჩემს ახლობლებად. მაგრამ, მე მაქვს ჩემი აზრის გამოთქმის უფლება იმასთან დაკავშირებით, რაც არასდროს გამიკეთებია!” – წერს მზია ორველაშვილი.

​გადაცემაში „პრაიმ შოუ” ნინო კუზანოვამ ისაუბრა, თუ როგორ იეჭვიანა „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობის დროს მის მეუღლეზე:

„მივედი ერთ დღეს რეპეტიციაზე და ვხედავ, ეს თავისი პარტნიორი ფეხებშუა ჰყავს გაგდებული და ზემოდან არის გადამხობილი”, – განაცხადა ნინო კუზანოვამ.

იტვირთბა....