aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ბიუჯეტიდან გახარჯულია 30 441 ლარი, რომელიც გადაეცა ქუცნაშვილს ოფისისათვის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თიანეთის ახლადარჩეულ მერ თამაზ მეჭიაურსა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება. მათ შორის ყველაზე აქტიური მეჭიაურია, რომელიც სამსახურშიი გასვლის პირველი დღიდანვე აქტიურად საუბრობს ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვის არამიზანმიმართულობაზე.

ახალი მერი მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახარჯულია 30 441 ლარი შენობის რემონტისთვის, რომელიც მისი თქმით, მაშინვე გადაეცა ქუცნაშვილს ოფისისათვის.

“პირადი კომფორტისთვის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კიდევ ერთი ფაქტი; ადგილობრივი ბიუჯეტიდან, წინასწარ განზრახვით, გაიხარჯა 30441 ლარი შენობის რემონტისთვის, რომელიც მაშინვე გადაეცა ქუცნაშვილს ოფისისთვის… ეს მაშინ, როცა იგივე მიზნებისთვის პარლამენტიდან იღებდა დაფინსებას თვეში 5 000 ლარის ოდენობით” – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს მეჭიაური.

შეგახსენებთ, მანამდე, თამაზ მეჭიაური ამბობდა, რომ თიანეთის გამგეობამ სტუმრების გამასპინძლებისთვის გათვალისწინებული თანხის 70% “ზაქარია ქუცნაშვილის დუქანში” დახარჯა.

“ბიუჯეტის შესწავლა მთლიანად ვერ მოვასწარი იმიტომ, რომ 5 დღეა რაც უფლებამოსილების შესრულებას შევუდექი. ძირითადად რაც ვნახე და პრობლემის წინაშე დავდექი, იყო ის, რომ სოცილაური დახმარებებისთვის მაკითხავს ხალხი და ამ კუთხით გამყოფილი სახსრები უკვე მთლიანად არის ათვისებული, მათ შორის მეოთხე კვარტალიც. კულუტურლ ღონისძებებზე მიზერია დარჩენილი და ასევე წარმომადგენლობითი ხარჯები… ამას როგორმე ავიტანთ და ყველა ჩვენ თავს თვითონ მივხედავთ და სტუმრებსაც მივხედავთ მაგრამ ესეც სამწუხაროა, რომ ესეც გახარჯულია ჩვენი წინამორბედების მიერ, ბევრ შემთხვევაში უაზროდ… უფრო სწორად აზრიანად, რადგან წარმომადგენლობით ხარჯების 70 პროცენტის თითქმის გადარიცხულია ზაქარია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე”, – აცხადებს მეჭიაური.

“მეტრონომი” ცდილობს ქუცნაშვილთან დაკავშირებას, თუმცა ვერ ახერხებს. მასთან დაკავშირების შემთხვევაში ოპერატიულად მოგაწვდით მის პოზიციას აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....