aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრეგაძე: “9 სექტემბერს “დინამოზე” გეი აღლუმი იგეგმება, უკვე დაიწყეს ცისარტყელის ფერების მქონე ატრიბუტიკის გაყიდვა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ათასობით ლგბტ წარმომადგენელი სტადიონზე აპირებს ლგბტ სამკლავურებით მოსვლას და გარკვეული კოსტუმირებული ღონისძიბის ჩატარებას. ეს არის უკვე გეი-აღლუმი. მე მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ ქართველი ერი ამას არ დაუშვებს, – აღნიშნული განცხადება “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.

“9 სექტემბერს მასობრივი მშვიდობიანი პროტესტი აუცილებლად იქნება. თუმცა, მე მინდა სახალხოდ ვთქვა, რომ გურამ კაშია და ლევან კობიაშვილი პროვოკატორები არიან. მე ექსკლუზიურად მინდა გითხრათ, რომ 9 სექტემბერს თბილისის “დინამოს” სტადიონზე გეი-აღლუმი იგეგმება, პირდაპირი მნიშნელობით. უკვე დაიწყეს სპეციალური ატრიბუტიკის გაყიდვა და დარიგება იმ ადამიანებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც ამ პროვოკაციის უკან დგანან. “თბილისი გალერის” პირველ სართულზე უკვე მიმდინარეობს ლგბტ სამკლაურების გაყიდვა და სხვადასხვა ატრიბუტიკის დარიგება.

ათასობით ლგბტ წარმომადგენელი სტადიონზე აპირებს ლგბტ სამკლავურებით მოსვლას და გარკვეული კოსტუმირებული ღონისძიბის ჩატარებას. ეს არის უკვე გეი-აღლუმი. მე მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ ქართველი ერი არ დაუშვებს მასობრივად სტადიონზე მოვიდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები და მათ ქონდეთ გარკვეული ატრიბუტიკა ცისარტყელას ფერებში, ამას არავინ დაუშვებს. კიდევ ერთხელ ვუმეორებ მათ, რომ დროზე შეწყვიტონ ეს პროვოკაცია, ისევ მათთვის ჯობს”, – განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს “დინამო არენაზე” ერთმანეთს საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან. “ქართული მარშის” წევრები აპირებენ, რომ გურამ კაშიას პროტესტით შეხვდნენ.

კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში თანასწორობის მხარდასაჭერი სამკლავური გაიკეთა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ამ გაბედული ნაბიჯისთვის უეფა-ს მიერ დაწესებული ჯილდოც მიიღო.

იტვირთბა....