aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა და თოკებზე დაეცა: 13 წლის ბიჭი მაშველებმა გადაარჩინეს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა და მესამე სართულზე,  თოკებზე დაეცა. როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველებმა მოზარდის ჩამოყვანა უვნებლად შეძლეს.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. თბილისის სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის ცნობით, პირველადი დათვალიერების შედეგად ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მათივე ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....