აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბესელია: თელავი არის ქალაქი, სადაც ნაკლები ხმა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა 

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის თელავი სხვადასხვა ფაქტორის გამო შეირჩა.

მისივე თქმით, ეს არის ქალაქი, სადაც ნაკლები ხმა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი მიუხედავად იმ განწყობებისა, რაც იყო თელავში. პრეზიდენტი უნდა იყოს გამაერთიანებელი და მაკონსოლიდირებელი, ის უნდა იყოს ზეპარტიული. ეს არის ძალიან საინტერესო ნაბიჯი, რათა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზუსტად ის შინაარსი ატაროს, რაც დევს კონსტიტუციურ ცვლილებებში”, – განაცხადა ბესელიამ. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციებს, ეკა ბესელია აცხადებს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დღეს ქვეყანაში დაცულია. „მადლობა ღმერთს, რომ აღარ გვაქვს დრო, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციების ეშინოდა ოპოზიციას”, – განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი ინტერესი და არა პარტიული ინტერესი ამ დღეს უნდა შეუერთდეს.

 

სხვა ამბები

“ეს კანონმდებლობა მე არ მეხება” – ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირების შესახებ

newsadmin

სააკაშვილი: ივანიშვილი აპირებს, უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს

newsadmin

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში გიორგი გახარიას იბარებს

newsadmin

“სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩე, ჭკუაზე მოვიდეს” – პაპუაშვილი ნათელაშვილს

newsadmin

სერგი კაპანაძე: ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი

newsadmin

“სესხის ისტორია არ ქრება და ნუ შეჰყავს მთავრობას და “ქართუს” ხალხი შეცდომაში”

newsadmin

ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

newsadmin

“ჩვენი ბრალია, რომ ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებს საშუალებას ვაძლევთ პროვოკაციები მოაწყონ ხოლმე”

newsadmin

მესტია-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..