aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

წუხელ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე  დაწყებულ და მიმდინარე სპეცოპერაციას საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მიმდინარე პროცესს ომბუდსმენის აპარატი აკვირდება და მისი აზრით, ყველა ღონისძიება კანონის ფარგლებში უნდა გახორციელდეს. ომბუდსმენის თქმით, აუცილებელია, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებები და უსაფრთხოება იქნას დაცული.

„ჩვენ დავიწყეთ ამ მოვლენების დაკვირვება, ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გვქონდეს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და მათი უფლებები.

“სპეცოპერაციის ჩატარებას აქვს თავსი წესი, რომელიც მკაცრად არის კანონით გაწერილი და აუცილებელია, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდეს და ყველაფერი იქნას გაკეთებული, რომ პირველ რიგში მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებები იქნას დაცული,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

იტვირთბა....