ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბედნიერი ვარ, რომ ქვეყნის პრიორიტეტად იქცა საქმე, რომელიც უმთავრესია!”: ინტერვიუ ზურაბ ბოქოლიშვილთან

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა იწყება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უმაღლესი პრიორიტეტი ხდება.

ამ ინიციასივასთან დაკავშირებით “მეტრონომი” საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის” გენერალურ მდივან, ზურაბ ბოქოლიშვილს დაუკავშირდა. ის მოხარულია, რომ ქვეყნის პრიორიტეტად ის საქმე იქცა, რომელიც საზოგადოებისთვის უმთავრესია და მთავრობის წამოწყება დადებითად შეაფასა.

“მეტრონომი”: ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებთ პრემიერის აღნიშნულ გადაწყვეტილებას? 

ზურაბ ბოქოლიშვილი: რა თქმა უნდა, დადებიდათ. ეს კიდევ რბილად ნათქვამია! ყველა ჩემს გამოსვლაში მქონდა ხაზგასმული, რომ ქვეყნის გაჯანსაღება ვერ იქნება რომელიმე ცალკე აღებული, კომერციული თუ სახელმწიფო სტრუქტურის და ეს კომპლექსური პროგრამაა. მართლა ბედნიერი ვარ, რომ ქვეყნის პრიორიტეტად იქცა საქმე რომელიც უმთავრესია!

– ბატონო ზურაბ, როგორც ვიცი, თქვენი ორგანიზაცია, ამ მიმართულებით თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან. ამჟამად რას გეგმავთ?

– რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად, სპეციფიკური თანამშრომლობა გვაქვს. ერთობლივად ვამუშავებთ პროექტებს და შემდეგ ვცდილობთ, რომ ეს პროდუქტები გავხადოთ რეალურად საჭირო, მოთხოვნადი, კაპიტალიზაცია გავუკეთოთ და რაც შეიძლება ნაკლები იყოს სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობა. მაგალითად, პროექტი Run Georgia, რომელიც უკვე ძალიან წარმატებულია –  წელს ჩატარდა 6 გარბენი, დაახლოებით 5000 ადამიანის მონაწილობით, 100%თ არის კერძო სექტორის დაფინანსებით.

Run Georgia არის ჩვენი ფედერაციის და პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივი პროექტი.

– რა ღონისძიებები იგეგმება კორპორატიული სპორტის ფედერაციის მხრიდან?

– ჩვენმა ფედერაციამ, სხვა ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა საერთო პროგრამა #იყავიაქტიურისაქართველოში, რომელიც თავის მხრივ, რამდენიმე ბლოკად არის დაყოფილი, ჩვენს გეგმაში არის საერთაშორისო კორპორატიული თამაშების მასპინძლობა, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულში გაიმართება.წლევანდელ გეგმას რაც შეეხება, სრული ტემპით ვითარდება Run Georgia, მიმდინარეობს კორპორატიული საფეხბურთო ტურნირი Lisi Cup. ივნისში ჩატარდება პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში. განსაკუთრებული სექტემბერი გვექნება, – კავკასიის კორპორატიული გარბენი და 28-29 სექტემბერს სპორტული და აქტიური ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია Sportsway, მსოფლიო მნიშვნელობის სპიკერატით და 300 დელეგატით სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

სხვა ამბები

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

newsadmin

“იმედის” კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

newsadmin

სერგეენკო – დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

newsadmin

არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება – თბილისის მერის მოადგილე

newsadmin

იაშვილის კლინიკაში დაზარალებულების მოსანახულებლად პრეზიდენტი მივიდა

newsadmin

შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე – ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..