aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბახტრიონის ქუჩაზე 2 ახალგაზრდის დაჭრის საქმე გახსნილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის  ინფორმაციით, ბახტრიონის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია და ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:

”მძიმე მდგომარეობაში არ არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაული გახსნილია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, ბახტრიონის ქუჩაზე, ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დაჭრილია 19 და 24 წლის მამაკაცი.

შემთხვევა 162-ე სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით მათ 7 გასროლის ხმა გაიგეს.

ერთ-ერთ დაჭრილს ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. მეორე მამაკაცი, ფეხის არეშია დაჭრილი.

ორივე მათგანს ოპერაცია გვინ ღამით ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იტვირთბა....