aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. „სერგო თეთრაძის საქმეზე“ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ სცნო წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.კერძოდ, იგი დამნაშავედ არის ცნობილი სერგო თეთრაძის წამების და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითიმოქმედების ორგანიზების ეპიზოდებში, დავით ლონდარიძის წამების ეპიზოდში, სამსახურებრივიუფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეპიზოდში, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობითსაბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში.

“სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო ამავე საქმეში ბრალდებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე – დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დახმარების და სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდში.

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბ.ა.-მ წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვებისმიზნით ორგანიზება გაუწია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალაუდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება მათი წამების გზით, თითქოსდა ისინიჩადიოდნენ რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობას“. აღნიშნულს იგი გაავრცელებდა მასობრივი საინფორმაციოსაშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური“ ჯგუფი.

2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა მიერ დაკავებულ იქნა შეიარაღებული ძალებისვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. „ჯაშუშობაში მხილებული“, თადარიგის პოლკოვნიკისერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, თავდაცვის ყოფილიმინისტრი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სხვა პირებთან ერთად ჯაშუშობისაღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლადეპყრობოდნენ დაკავებულ პირებს იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინიჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ.

დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვისდაბრალებული დანაშაული. ამის გამო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისუფროსის მოადგილესთან ერთად ორგანიზება გაუკეთა სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს, №8 საპყრობილის საკანში, არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებულიწამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონსმოუსვლელად.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულიდანაშაულებრივი გეგმისთვის სამართლებრივი ნიადაგის შესაქმნელად, თავდაცვის მინისტრმა ძველი რიცხვითდანიშნა მისივე ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებული გამომძიებლები, რათა მათ ეწარმოებინათსაგამოძიებო მოქმედებები.

გარდა აღნიშნულისა, 2011 წლის სექტემბერში „ჯაშუშობის“ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოსთავდაცვის სამინისტროდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ,მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მითვისებული 60 000 (სამოცი ათასი) ლარი, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილიმინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით ძველი რიცხვით შეიქმნა ყალბი დოკუმენტები, სადაც დაფიქსირდა,რომ თითქოს კონფიდენტებზე, ე.წ „ჯაშუშებზე“ ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, გაიცა 60 000 (სამოცი ათასი) ლარი. სინამდვილეში დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხა არ გამოყენებულა სამსახურებრივიმიზნებისთვის და იგი მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მითვისებული.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბ.ა. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 1441-ემუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით; 25,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით; 1441-ემუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით; 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 341-ე მუხლით და 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლისვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის აქტით შეუმცირდა და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლებისაღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითითანამდებობის დაკავების უფლება.

მინისტრის ყოფილი მოადგილე ნ.ძ. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ემუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 341-ე მუხლით, მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ამნისტიის აქტით და განესაზღვრა 4 წლითთავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურშიდანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი დამსჯავრდებულები არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მ.ქ., №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ა.მ., ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი დარეჟიმის განყოფილების უფროსი. თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა”- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....