aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბაღის დირექტორი: ბავშვს ყოველდღე ჰქონდა გადმოხტომის მცდელობა და დღეს დააგვირგვინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზემო ფონიჭალაში, საჯარო ბაგა-ბაღიდან ბავშვის გადმოვარდნის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც “კურიერთან” ბაღის თანამშრომლებმა განაცხადეს, შემთხვევა დილის საათებში მოხდა, როცა უკვე დაწყებული იყო სასწავლო პროცესი. მათი თქმით, 3 წლის აღსაზრდელი მეორე სართულიდან გადმოვარდა.
ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემქურება.
აღსანიშნავია, რომ ბაღის თანამშრომლების თქმითვე, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა იმ ოთახში, სადაც ბავშვი იყო, აღმზრდელებიც იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება ბაღის დირექტორს, მარინა გოგოლაძეს, ის “კურიერთან” აცხადებს, რომ ბავშვი არა მეორე, არამედ პირველი სართულიდან გადახტა და ის “ინკლუზიური იყო”:

“რა თქმა უნდა, გადარჩა. ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადმოხტა. იქ ვიყავით ყველა, მაგრამ ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ – მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა, ყოველდღე. და დღეს დააგვირგვინა”-განაცხადა ბაღის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. დაზარალებული ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ბავშვი ამ დროისთვის კონტაქტურია.

შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....