aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახები 200-დან 500 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახები 200-დან 500 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ. ამის შესახებ ნათქვამია ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის მერიამ 53 დაზარალებული ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა.

მათივე ინფორმაციით, კიდევ არის რამდენიმე განაცხადი შესული, რომელსაც განიხილავენ და აღრიცხავენ ზარალს. დაზარალებულები თანხას ერთი კვირის განმავლობაში მიიღებენ.

ბათუმში წყალდიდობის შედეგად გასულ კვირას ასამდე ოჯახის საცხოვრებელი დაიტბორა.

იტვირთბა....