ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

შსს-მ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ფ.წ. და 1989 წელს დაბადებული მ.თ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, შ.დ. საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ბათუმში, ნაქირავებ ბინაში წაიყვანეს, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულები სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების, ასევე, ძალადობის გამოყენების მუქარითა და ძალადობით შ.დ.-სგან დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მათ 10 000 ლირა გადასცა. გამომძალველებმა დაზარალებულისა და მისი მეუღლის კუთვნილი პლასტიკური ბარათებიდან 1 500 ლარიც მიითვისეს, რის შემდეგაც შ.დ. სარფში დატოვეს, რათა მას საქართველო დაეტოვებინა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტებთან ერთობივად ფ.წ. ბორჯომში, მ.თ. კი კახეთში დააკავეს. მიმალვაში მყოფ მ.თ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და ის იძებნება.

გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სხვა ამბები

“რევოლუციაზე ლაპარაკობ, რომელსაც ამსტერდამიდან გიკიჟინებენ”

newsadmin

“ვაშაძე არის მართლაც კა-გე-ბე-ს პირდაპირი შთამომავალი და წარმომავალი”

newsadmin

“ორღობეში ჭორაობდა მელია”

newsadmin

“კანონი დაარღვიეს და სხვას იქით ედავებიან”

newsadmin

“ეს ნიშნავს, რომ გიკრძალავენ არსებობას”

newsadmin

“ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული”

newsadmin

გიორგი ბოტკოველი: თელავში ყველა შესასვლელი გადაკეტილი იყო

newsadmin

მელია: ტყუილია, თითქოს, პოლიციას დავით კირკიტაძე დაესხა თავს

newsadmin

ია მეტრეველი: სააკაშვილმა გახადა ბუტას უბედურება პოლიტიკური

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..