aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბათუმში მუშებმა შემთხვევით აღმოჩენილი უნიკალური ქვევრი თითქმის მთლიანად გაანადგურეს(ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემების გაყვანის დროს მშენებლებმა ქვევრს მიაგნეს და იმის ინტერესით თუ რა ინახებოდა ქვევრში, განგებ დააზიანეს და ფაქტის ამსახველი ვიდეოც გადაიღეს.

არქეოლოგების განცხადებით, აღმოჩენილი ქვევრი დაახლოებით მე-11 – მე-13 საუკუნისაა. მათი თქმით, უნიკალური აღმოჩენა თითქმის სრულად არის დაზიანებული.

„ქვევრი განვითარებული შუა საუკუნეების უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ძველი წელთაღრიცხვის, მე-8 საუკუნიდან დაწყებული გაგრძელებული შუა საუკუნით. რაც შესაძლებელი იქნება გადავარჩენთ. ჩვენ რომ გვცოდნოდა, ჩვენი წარმომადგენელი მეთვალყურეობას გაუწევდა და ასეთი ბარბაროსობა არ მოხდებოდა,“ – განაცხადა არქეოლოგმა ამირან კახიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე მომხდარს სისხლის სამართლის დანაშაულს უწოდებს.

„ვინც აფიქსირებს ამ პროცესს და რეაგირება არ ჰყვება, გარკვეულწილად წახალისებაა და დანაშაულში ხელის შეწყობაა. აქ პირების პასუხისმგებლობაა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაშიც და სისხლის სამართალშიც პირზე არის საუბარი,“ – განმარტავს ნიკოლოზ ანთიძე.

ამ დროისთვის ბათუმში თამარის დასახლებაში სამუშაოები დროებით შეჩერებულია. განმარტებები გაკეთდა კომპანიაშიც, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

„მუშები გაფრთხილებული არიან, რომ რამე არქეოლოგიურს თუ წააწყდებიან, გვანიშნეთ. უცოდინრობა და ამასთან ერთად ეგონათ, ბავშვობიდან გამოყოლილი ზღაპრები, რომ განძი უნდა იყოს, ამის გამო არავის არ შეატყობინეს და იმ წუთშივე მოახდინეს გატეხვა. 600 მუშას ყველას ზედამხედველს ხომ ვერ დავუყენებთ, იციან მკაცრი ინსტრუქციები, რა უნდა გააკეთონ და როგორ,“ – აცხადებს ალექსანდრე ბაღათურია.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, მომხდარზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.

იტვირთბა....