aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ბარაკის ტიპის სახლში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ 1TV ავრცელებს.

მეზობლები ყვებიან, რომ შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლში დაბრუნებულ მეპატრონეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ხანძრის შედეგად განადგურდა საცხოვრებლის სახურავი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

იტვირთბა....