aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი და ორსული ქალი. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ავარია ბაგრატიონის ქუჩასთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოებში გადაიყვანა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

„ორი ბავშვი და ორსული ქალბატონი ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ. დაშავებული მამაკაცი კი რეფერალურ საავადმყოფოში. მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, -განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....