aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

206-ე ბაგა-ბაღის დირექტორი: “ბავშვი მასწავლებელს ხელიდან გაუსხლტა და ფანჯრიდან გადახტა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

206-ე ბაგა-ბაღის დირექტორის – მარინა გოგოლაძის განცხადებით, ბავშვი, რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა, სპეციალური საჭიროების მქონეა. დირექტორის თქმით,  ბავშვს უცნაური ქცევები ჰქონდა და ამიტომ მასწავლებლებს ხშირად მისი ქცევის გაკონტროლება უჭირდათ.

გოგოლაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ბავშვი ამღზრდელებს უყურადღებოდ ჰყავდათ მიტოვებული. დირექტორის განცხადებით, შემთხვევის დროს ამღზრდელს ბავშვზე ხელი ეკიდა, როდესაც გოგონა მას ხელიდან გაუსხლტდა და გადმოხტა.

“ჩვენ მშობლებს ვუთხარით, რომ ბავშვი უცნაურად იქცეოდა და მისთვის ალტერნატიული ბაღი მოეძებნათ. ბავშვს უჭირდა მეტყველება. ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბავშვი ბაღში ვინმეს უყურადღებოდ ჰყავდა მიტოვებული. ის აღმზრდელთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ხელიდან გაუსხლტდა და ფანჯრიდან გადახტა. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მასწავლებელმა რეაგირება ვერ მოსაწრო”, – აღნიშნა დირექტორმა.

ზემო ფონიჭალაში, 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით.

შეგახსენებთ, დღეს, ზემო ფონიჭალაში ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონტაქტურია.

თბილისის მერია დღეს ზემო ფონიჭალაში, 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.

 

 

 

იტვირთბა....