aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა

“რასაც ახლა ვიტყვი ბევრს არ ესიამოვნება…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის, ბრძოლა არა გამარჯვებისთვის, არამედ პირველი ოპოზიციური პარტიის სახელის მოსაპოვებლად გაიმართება:
“სკეპტიკოსების სარკასტული დამოკიდებულების საპასუხოდ ”ევროსაქებმა” ხალხმრავალი და კარგად ორგანიზებული ყრილობა ჩაატარეს. ვიცი, რომ ის რასაც ახლა ვიტყვი ბევრს არ ესიამოვნება, მაგრამ აჯობებს, იმ “ბევრმა” სიმართლეს თვალი გაუსწოროს. დღეს ”ევსაქებმა” გააკეთეს ხმამაღალი განაცხადი N1 ოპოზიციური პარტიის სახელის მოსაპოვებლად მომავალ არჩევნებზე.
სამწუხარო აქ ერთადერთია. ”ნაცმო” და ”ევსაქები” ერთმანეთს შეეჭიდებიან არა არჩევნებში გამარჯვებისთვის, არამედ პირველი ოპოზიციონერის სახელისათვის. ასეა თუ ისე, პროცესები საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, ჯერ მხოლოდ ბიძინას თამაშის წესებით მიმდინარეობს”, – წერს მამუკა გამყრელიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

იტვირთბა....