aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარაში 53 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპით გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აჭარაში 53 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპით გარდაიცვალა. მან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 17 დეკემბერს სუნთქვის მწვავე უკამრისობით მიმართა.

ექიმების განცხადებით, პაციენტს A ტიპის გრიპი დაუდასტურდა, თუმცა ანალიზები დამატებითი კვლევისთვის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ექიმის მიმართვისკენ მოუწოდებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდემიასთან არ გვაქვს საქმე, რადგან ავადობა 100 000 ადამიანზე 180-ს შეადგენს.

რას გვირჩევს ექიმი

 

იტვირთბა....