aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

აჭარაში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარესთან ​მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც, ავტომობილში მჯდომი ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო არასრულწლოვანი დაშავდა. დაშავებული ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

იტვირთბა....