aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აღმაშენებელზე დაშავებული გოგოს ახლობლები პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობიდან ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად დაზარალებული გოგოს ახლობლები, მომხდარზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ.  ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

20 წლის გოგო ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში სპონტანურ სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების თქმით, დაშავებულს ნეკნები აქვს დაბეჟილი და გულ-მკერდის დახურილი ტრავმა აქვს. ექიმი არ გამორიცხავს, რომ მას ოპერაცია დასჭირდეს.

სააგენტოს ცნობით, კლინიკაში მოგვიანებით მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და დაშავებული გოგოს ახლობლებს გაესაუბრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტზე უკვე დაიწყო გამოძება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება მოყვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, აღმაშენებლის ქუჩის №123-თან, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობიდან ბათქაში ჩამოცვივდა. ბათქაშის საკმაოდ დიდი ნატეხი იქვე ფეხით მიმავალ ახალგზრდა ქალს დაეცა.

იტვირთბა....