ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გვჭირდება”

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

“ჩვენ ჩვენი მიწები საკმარისად გვაქვს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გვჭირდება” – ამ განცხადებას რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი “დემოკრატიული არჩევანის” დამფუძნებელი ვლადიმერ მილოვი გადაცემა პანორამაში ავრცელებს.

მისი თქმით,მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არასდროს უღიარებია.

“მე მათ მივიჩნევ საქართველოს ტერიტორიებად და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს რუსულ ოპოზიციაში, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ აფხაზ, ოს და ქართველ ლიდერებთან ერთად. მოილაპარაკონ, როგორ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების გაერთიანება საქართველოსთან. რუსულ ოპოზიციაში დომინირებს შემდეგი მოსაზრება – ჩვენ ჩვენი ლეგიტიმური ტერიტორიებიც საკმარისად გვაქვს, მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა ვართ და ჯობს ჩვენი გაღატაკებული ხალხის სასარგებლოდ გადავწყვიტოთ დღითი დღე მზარდი პრობლემები. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ჩვენი საშინაო საქმეები მოვაწესრიგოთ.  მე დარწმუნებული ვარ, ამ მიდგომას გარკვეულწილად ალექსეი ნავალნიც იზიარებს”, – განაცხადა მილოვმა.

სხვა ამბები

“ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება” – ბატიაშვილი

newsadmin

გაგრაში, აფეთქების შედეგად, რუსი ბიზნესმენი დაშავდა

newsadmin

საქართველოს რომელ რეგიონში დაფიქსირდა H1N1 ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

newsadmin

“გაერო კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს” – კვიციანი ლომჯარიას

newsadmin

ნოდია – მეის შეხვდა ამოცანა: კონსენსუსის მიღწევა ბრექსიტის კონკრეტულ პირობებზე, რომლის გადაჭრა პრინციპულად შეუძლებელი ჩანს

newsadmin

გორში მაღაზია გატეხეს – მოპარულია 6 ბოთლი არაყი

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..