aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფხაზეთის რეგიონში თავისუფალი მიმოსვლა კიდევ უფრო იზღუდება-ზალკანიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში თავისუფალი მიმოსვლის უფლების კიდევ უფრო შეზღუდვასთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გააკეთა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გამშვები პუნქტების რაოდენობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შემცირდა, რაც ადამიანის უფლების კიდევ ერთი დარღვევაა.

დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ ეს პრობლემა მალე აღმოიფხვრება და იქ მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ თავისუფლად გადაადგილების.

„ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის, აშშ-ს ნორვეგიის, პოლონეთის და სხვა ქვეყნის დელეგაციებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რომ დაუყოვნებლივ აღკვეთოს მსგავსი ქმედება და მისცეს იქ მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების უფლება,“ – აცხადებს დავით ზალკალიანი.

იტვირთბა....