ოკუპირებულ აფხაზეთში აფეთქება ე. წ. თავდაცვის სამინისტროს საწყობში გუშინ მოხდა. შედეგად დაიღუპა რუსეთის 2 მოქალაქე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. აქედან 35 ასევე რუსეთის მოქალაქეა. დაშავებულებს სოხუმის საავადმყოფოში მკურნალობენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ ნაწილს ქალაქ სოჭის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანენ.
აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.