aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მუხთარლის მეუღლე ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გატაცებული აზაერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე დრეს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება. ჟურნალისტის ადვოკატი და ცოლი ლეილა მუსტაფაევა,  შეხვედრაზე  დეტალურად ისაუბრებენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების შესახებ.

მუსტაფაევა კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ქართველ სამართალდამცველებს გამოძიების არაეფექტურად მიმდინარეობის გამო, რაც მისი მტკიცებით, ადასტურებს, რომ ამ კონკრეტულ საქმეში საქართველო აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეთანხმებულად მოქმედებს.

„კონფერენციაში, რომელიც აფგან მუხთარლისა და საქართველოში მცხოვრები სხვა აქტივისტების საქმეებს შეეხება, ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე აფგან მუხთარლის ადვოკატები მიიღებენ მონაწილეობას. განვიხილავთ საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებს. ასევე იმას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება. მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაციები დეტალურ ანგარიშს მოამზადებენ,“ – აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.

აფგან მუხთალის საქმეზე ევროპის სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია.

იტვირთბა....