ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

როგორ დავზოგოთ ფინანსები აუდიტორიული კომპანიისაგან მომსახურების მიღების გზით

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

აუდიტორული შემოწმება ტოპმენეჯერების საქმიანობის შედეგების კონტროლის ყველაზე მთავარი ფორმაა. ზოგადად კონტროლი მართვის მნიშვნელოვანი ფუნქციაა და საფინანსო სახსრების მართვის სფეროში რეგულირების სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების შედეგად იზრდება ფინანსური ინფორმაციის სანდოობის დონე.

აუდიტის ამოცანა კლიენტის ფინანსური  მდგომარეობის  რეალური ასახვაა, საიმედოობის გაზრდის ხარჯზე ინვესტორების და კრედიტორების მოზიდვა-გაზრდა, აგრეთვე მყიდველებისთვის უფრო მეტად საიმედო და კომფორტული გარემოს შექმნა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ ასეთ შემოწმებას აწარმოებს და დასკვნა გამოაქვს დამოუკიდებელ პირს.

როგორ უნდა აკონტროლოთ თქვენი ფინანსები ისე, რომ თან სასურველი შედეგი მიიღოთ და თან თანხის დაზოგვა მოახერხოთ. ამ თემაზე სასაუბროდ აუდიტორიულ კომპანიას  „არბიტრანსს“ მივმართეთ.  კომპანია 2015 წლის 1 მარტიდან ოპერირებს აუდიტის ბაზარზე.

როგორც აუდიტორული და საკონსულტაციო  კომპანიის  დირექტორმა  გოჩა ჭოლოკავამ განგვიცხადა, აუდიტორული  მომსახურება  გულისხმობს, სხვადასხვა წინადადებისა და რეკომენდაციის შემუშავებას, რომლებიც შემოწმებისას  გამოვლენილი ხარვეზების, უზუსტობების გასწორებისკენ არის  მიმართული.

„მეტრონომი“: თქვენი კომპანიით დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებიც სამომავლოდ თქვენთან თანამშრომლობას  გეგმავენ, რომ  აუხსნათ, როგორ იზოგება ფინანსები,მაგ: სამუშაო პირობების შექმნისთვის აუცილებელი საოფისე ტექნიკის შეძენაზე, მთავარი ბუღალტერის ხელფასზე, საკონსულტაციო მომსახურების ანაზღაურება როგორ ხდება და როგორ ახორციელებთ კომპანიებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერას  და ა.შ… 

გოჩა  ჭოლოკავა: კომპანია “არბიტრანსი” მომხმარებელს გარდა ფინანსური აუდიტისა სთავაზობს სააღრიცხვო სისტემის აუთსორსინგსაც. ჩვენი კომპანია  დაკომპლექტებულია კვალიფიკაციური კადრებით, რომლებიც თავის სამუშაოს  პროფესიუნალურად ასრულებენ. ჩვენთან მოსულ კომპანიას, აღრიცხვის აუთსორსინგზე გატანის შემთხვევაში, ფინანსებიც საკმაოდ  ეზოგება. ფინანსების დაზოგვაში კი ის იგულისხმება, რომ  ბუღალტერიისა და აღრიცხვის საწარმოებლად  საჭიროა საკმაოდ დიდ ფასიანი  ტექნიკური უზრუნველყოფა.

ჩვენი კომპანია, კლიენტს სთავაზობს  აღრიცხვის აუთსორსინგს, ტექნიკური სიმძლავრეების გამოყენების გზით. გამოდის რომ ჩვენ კლიენტებს აღრიცხვიანობის გამართულად მუშაობისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა აღარ  დასჭირდება. გარდა ამისა, კომპანია ზოგავს სახსრებს თანამშრომლებისათვის „სამუშაო ადგილის“ არ შექმნაშიც. მაგალითად სამუშაო მაგიდას, სკამს და ა.შ.  ჩვენიკომპანია უზრუნველყოფს.

-ასევე  უწევთ თუ არა თქვენ კომპანიებს კონსულტაციებსაც, რომელიც საგადასახადო კუთხით მათთვის აუცილებელია? 

-რა თქმა უნდა, ჩვენი აუდიტორიული კომპანია ყველა სახის კონსულტაციებს გასცემს, რაც ჩვენი კლიენტების სწორი აღრიცხვიანობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება, მითუმეტეს საგადასახადო  კუთხით. ამით კონკრეტული კომპანიები თანხებს კიდევ უფრო  დაზოგავენ.

გარდა ამისა, ყველა რთულ  სააღრიცხვო პროგრამას, პროგრამულიუზრუნველყოფა სჭირდება. ამაში ის იგულისხმება, რომ ხშირშემთხვევაში ოპერატორები და ბუღალტრები შეცდომებს უშვებენ. ეს შეცდომა კი კომპანიას შეიძლება საკმაოდ ძვირი  დაუჯდეს. აუცილებელია შეცდომების პროგრამული  გასწორება. ოპერატორს შეცდომების  გაასწორების  არც დრო და არც კომპეტენცია არა  აქვს. ამისთვის  ცალკე ადამიანია საჭირო, რომელიც კომპანიამ უნდა დაიქირავოს. ამ პრობლემასაც ვუხსნით ჩვენთან მოსულ კლიენტებს და ასეთი სახის მომსახურებასაც  ვუწევთ. ასეთ ტიპის მომსახურებით კიდევ დამატებით თანხების დაზოგვა ხდება.

-ვთქვათ, რომ  გაგეპარათ შეცდომა და ყველაფერი  სწორად ვერ გააკეთეთ, ამისგან თავს როგორ და რით იზღვევთ? 

-რა თქმ აუნდა, მექანიკური შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის. აგრეთვე ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც შეიძლება საგადსახადოსთვის საკმაო იყოს რომელიმე სამეურნეო ოპერაციის დაბაგვრის ჩვენეული ინტერპრეტაცია. შეიძლება ზემოთ თქმულმა, ხაზს ვუსვამ, განხირციელბულმა ჩვენს  მიერ, ფინანსურ ანგარიშსწორებაში  რომელიმე მუხლის შეცდომით წარგდენა გამოიწვიოს. შესაძლოა ამან კომპანიაში დამატებით სახსრების ხარჯვა გამოიწვიოს, ჯარიმა დააკისრონ კომპანიას ან ჩვენი შეცდომის გამო სხვა ორგანიზაციამ გარკვეულ თანხებზე დავა დაუწყოს და სასამართლოში უჩივლოს-ამ ყველა რისკს ჩვენი კომპანია საკუთარ თავზე იღებს.

-აღრიცხვიანობის რისკების მინიმუმადე შემცირებას თქვენი კომპანია როგორ ახორციელებს?

-დავიწყოთ იქიდან რა არის  აღრიცხვის რისკი.  ეს არის დამახინჯებული ფინანსური ანგარიშგება, ანუ სწორად უნდა იყოს მოგება-ზარალიდათვლილი და საგადასახადო კუთხით, გადასახადები არასწორად არ უნდა იყოს  გამოთვლილი. თუ ეს ყველაფერი ჩვენს გამოხდება,  ერთჯერადი  შეცდომა 50 ათასილარით არის  დაზღვეული, ხოლო მთელი წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია ნახევარი მილიონით არის დაზღვეული, რომ მსგავსი შეცდომების შემთხვევაში კომპანიებს ზარალი ავუნაზღაუროთ.

 

სხვა ამბები

ლევან ხაბეიშვილი სუს-ში დაიბარეს

newsadmin

სროლა ბრაზილიის ეკლესიაში – მოკლულია 5 ადამიანი

newsadmin

სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება

newsadmin

ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ

newsadmin

იუნესკოს გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

newsadmin

აპატურაი: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ღია და სამართლიანი

newsadmin

უსუფაშვილი: აშკარაა, რომ მოქმედ მმართველ პარტიას მოსახლეობის 50%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს

newsadmin

სუს-მა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ირანის 7 მოქალაქე დააკავა

newsadmin

7 ნოემბრის საქმეზე,  ლევან გაჩეჩილაძე, კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური დაიკითხებიან

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ
ბოლნისში გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის მშობლები ძალოვან უწყებებს გამოძიების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში,.. ნახე სრულად..