aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ასლან ჯაბრაილოვი და რიზვან გორნაკაშვილი ღამით გაათავისუფლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის მეპატრონე ასლან ჯაბრაილოვი, რომლის ბინაშიც სპეცოპერაციის დროს მოკლულები იყვნენ გამაგრებულები და ამავე საქმეზე დაკავებული რიზვან გორნაკაშვილი წუხელ, გვიან ღამით გაათავისუფლეს.

როგორც ასლან ჯაბრაილოვის დეიდა სარო გაურგაშვილი ამბობს, მისი დისშვილი თელავშია, ხოლო რიზვან გორნაკაშვილი თბილისში. მისი ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ასლან ჯაბრაილოვი დღეს სახლში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაბრუნდეს.

ჯაბრაილოვი დილით პოლიციამ ჯერ სოფელ დუისში, შემდეგ კი ახმეტის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანა.

რიზვან გორნაკაშვილი კი, სამართალდამცველებმა დააკავეს და, სავარაუდოდ, მოდულის შენობაში ჰყავდათ. ხეობაში ამბობენ, რომ მოდულის შენობაშია გადაყვანილი ასლან ჯაბრაილოვიც.

ცნობილია, რომ ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები იყვნენ გამაგრებულები, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ასლან ჯაბრაილოვს ეკუთვნის. მისი ცოლისძმის რიზვან გორნაკაშვილის შუამდგომლობით ბინა ტერორიზმში ეჭვმიტანილებზე გაქირავდა. ამასთან, ჯაბრაილოვის ოჯახის წევრები მათზე ბინის მიქირავებას უარყოფენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ბინაში გამაგრებული 3 ტერორისტი ლიკვიდირებული, ხოლო 1 დაკავებულია.

იტვირთბა....