aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ასადი: “სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რუსეთის ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“-ს ეთერში განაცხადა, რომ სირია 2013 წლიდან არ ფლობს ქიმიურ იარაღს, ბრალდება სირიის არმიის მიერ მისი გამოყენების შესახებ საბაბია სხვა ქვეყნების სამხედრო ჩარევისთვის.

„ჩვენ სრულიად გავანადგურეთ ქიმიური იარაღი. სირიაში ის საერთოდ არ გვაქვს 2013 წლიდან. ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული ისტორია – ეს არის საბაბი პირდაპირი სამხედრო ჩარევის და თავდასხმისთვის სირიის არმიაზე“, – განაცხადა ასადმა.

ასევე ინტერვიუში განაცხადა, რომ სირია ქვეყანას საკუთარი ძალებით აღადგენს.

„იმის მიუხედავად, რომ ომი მიმდინარეობს, საკმარისი ძალები გვაქვს, ქვეყანა აღვადგინოთ, ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ“, – განაცხადა ასადმა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები სირიის აღდგენაში არ ჩაერთვებიან. მისი თქმით, ქვეყნის აღდგენას, შესაძლოა, იმაზე დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე ივარაუდებოდა.

ასადმა აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, წამოაყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

იტვირთბა....