aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არ არსებობს შეგრძნება, რომელიც არ მქონია – ზუზუ ბეჟაშვილის პირადი ჩანაწერები

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე დავინახე საკუთარი თავი, ბევრი ნაკლიც აღმოვაჩინე, ზოგის გამოსწორება მინდა, რაღაცის – არა, იყოს, ალბათ, მომწონს.ის ნაკლიც რაღაცაში გეხმარება. სინანული კი, მნიშვნელოვანი რამაა ცხოვრებაში…., – “კვირა” გარდაცვლილი მსახიობის ზუზუ ბეჟაშვილის პირად ჩანაწერებს აქვეყნებს.

“გულახდილი ვარ!! ეს ძალიან მნიშვნელოვანია… ხალხს ჰგონია, რომ მიცნობს, მეცინება ხოლმე, რადგან საკუთარ თავს თავად არ ვიცნობ კარგად… მთავარი ჩემთვის საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნაა. სამწუხაროდ, ახლა სწორედ ეს მაწუხებს. მუდმივ მოლოდინში ვარ, როგორ ვიქნები ხვალ. ჩემი ჰარმონიულობა ბედნიერებაშია, რომელიც შესაძლოა, სულ მცირე, უმნიშვნელო მოვლენამ მომანიჭოს. შესაძლებელია, ასევე უმნიშვნელო დეტალით ყველაფრის მიმართ ინტერესი დავკარგო.

ყოფილა დრო, როცა სრულიად არაფერი მიკეთებია და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვყოფილვარ, დღეს კი ჰარმონიის ძიებაში ვარ… არ ვკეთილშობილობ, რა თქმა უნდა, უნდა იყო ბედნიერი, მაგრამ ეს ძალიან ძნელია დღეს… დაუცველობის სინდრომი, სოციალური მდგომარეობა, ფრაზა – მე ჩემი პრობლემები მაქვს – მოდაშია, მე ამ მოდას ვერ ავყევი… ან კიდევ -“მას სჭირდები” – მერე რა, სწორედ ამით ვარ ბედნიერი, თუ ვინმეს ვჭირდები და გამომიყენებს. სხვა რამეში ნუ გამომიყენებ, ფეხს ნუ დამიდებ წინ…

საერთოდ, ძალიან ძნელია საკუთარ თავს წინიდან შეხედო, ამას თუ მოახერხებ, მიხვდები, რომ სხვის ცხოვრებაში ქექვის უფლება არ გაქვს. მე დავინახე საკუთარი თავი, ბევრი ნაკლიც აღმოვაჩინე, ზოგის გამოსწორება მინდა, რაღაცის – არა, იყოს, ალბათ, მომწონს.ის ნაკლიც რაღაცაში გეხმარება. სინანული კი, მნიშვნელოვანი რამაა ცხოვრებაში…. იმდენად მორიდებული ვარ – უზრდელი ვჩანდი, იმდენად ბევრი კომპლექსი მქონდა, რომ უკომპლექსო ვეგონე ყველას… ბავშვობიდან მინდოდა სადღაც წასვლა, გასვლა, სახლიდან შორს…. უბნიდან შორს, სადმე… სულ ვეძებდი საინტერესო ადამიანებს, ასაკის და ზღვარის მიუხედავად, შემოქმედებასთან ახლოს, ინტელექტუალურს… ამ საინტერესო ადამიანების წყალობით ვიპოვე მე ჩემი ინტერესები და ერთ ენაზე მოლაპარაკე მეგობრები…

მე-9 კლასიდან გავვარდი სკოლიდან, ჯაზსკოლა ვიპოვე, ისიც მივატოვე, ისევ ძიება ჰარმონიის, ბედნიერების… ვერ მიგებდნენ, თუ ვერ ვუგებდი, არ ვიცი, უბრალოდ დღეს დაიჯერეს, რომ ის სხვაგან ყოფნა ძალიან საჭირო იყო ჩემთვის. ვაკვირდებოდი ადამიანებს, რატომ ჭორაობდნენ და ვისზეც ჭორაობდნენ, რატომ იყო ის ცუდი, და როცა იმ ცუდს ვხვდებოდი, აღმოვაჩენდი, რომ ის ცუდი კი არ იყო, უბრალოდ მათ, ანუ ყველას არ ჰგავდა. ეს ყველაფერი კი მაშინ გამახსენდა, როცა თეატრალურ ინსტიტუტში მთელი პირველი კურსის მანძილზე ადამიანების დაკვირვებას გვასწავლიდნენ… ადამიანები კი დაკვირვების შედეგად ან სამუდამოდ რჩებიან, ან საერთოდ, არ ტოვებენ არანაირ კვალს ჩვენში… პირდაპირი მნიშვნელობით ხამი და უნიჭო ადამიანი არ მიყვარს. დახმარება სწორედ ნიჭიერს სჭირდება, ხამი და უნიჭო თავად ილაპარაკებს საკუთარ თავზე და გაარღვევს კიდეც ყველაფრს, სხვამ ჯობია ილაპარაკოს და შეგაფასოს … მგონია, რომ არ არსებობს შეგრძნება, რომელიც მე არ მქონია, არ განმიცდია.
ქუჩაშიც დავრჩენილვარ…

მახსოვს, მოვდივარ დათრგუნული და საშინლად განადგურებული და ვხედავ, ჩემს წინ მოდის ეტლით კაცი, ბედნიერი ღიმილით, სიცოცხლით სავსე… გავიღიმე… და ყველაფერი სხვა ფერი გახდა, ამიტომ მიყვარს ნიჭიერი და კარგი ადამიანები, რადგან მინდა მათ ვგავდე… ერთი გზა გაქვს, უნდა იყო ძლიერი…ს ითბო მე ბავშობიდან მომყვება და ვფიქრობ, სიბერეში დამიბრუნდება ეს შეგრძნება, რადგან ახალგაზრდობა ხომ ბავშვობაზე ფიქრია და სიბერე -ახალგაზრდობაზე… ჩვენი ქვეყანა რუხია, ძალიან რუხი… ყველა ერშია ცუდი და კარგი … ქალი… ქარიზმატული, ყველა კითხვაზე პასუხი… დღეს 2 უკიდურესობაა – ან გადარეულები არიან საკუთარი თავით, ან ვერ უპოვიათ საკუთარი ქარიზმა…. შევთანხმდეთ, რომ კაცს აკლია კაცობა… კაცი უნდა იყოს მხარი, სადაც თავს დაადებ და იქ

ყველაფერი მთავრდება. ჩემი ქალი… უნდა მიცნობდეს იმდენად კარგად, რომ ბევრი რამ არ ეწყინოს, არ მიყვარს ვალდებულებები, ნუ კაი გაგებით – …სად ხარ და ა.შ. ჩემი ქალი… ის ჩემი მხარია, მეც მინდა, რომ თავი დავადო მას… ქარიზმ… მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ და მე ბევრად კარგი ვიქნები…. იმდენად სუსტი ვარ, არაფერი დამრჩენია იმის გარდა, რომ ვიყო ძლიერი… თქვენ ფიქრობთ, რომ მე კარგად მიცნობთ, მე ეს მახარებს… მე კი უბრალოდ ზუზუ ვარ, დიდი სიყვარულით…”, – წერს ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი გუშინ დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....