aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წინასაარჩევნოდ ჩანაწერების გავრცელების ტრადიციას ხალხმა დაუსვას წერტილი – გოგი წულაია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ერთმანეთს ფარული ჩანაწერების გავრცელებით დაუმტკიცოს, ვინ მეტად ავნო ქვეყანას და ვინ ნაკლებად, საბოლოოდ კი ამომრჩეველს ურევენ თავ-გზას.

როგორც წულაიამ “მეტრონომს”განუცხადა, დროა, არჩევნების წინ ჩანაწერების გავრცელების ტრადიციას ხალხმა დაუსვას წერტილი.

„არჩევნების წინ ჩანაწერების გავრცელება თითქოს წესად გადაიქცა. იმის მტკიცება, ვინ უარესია და ვინ ნაკლებად უარესი, არის სრული მარაზმი.

მერამდენე არჩევნებია იგივე ხდება, ხან ჟვანიას საქმე, ახლა პატარკაციშვილის მკვლელობა…  ტელევიზორის ყურება შეუძლებელი გახდა, ეს ყველაფერი კი იმისთვის ხდება, რომ ხალხმა სწორი არჩევანი ვერ გააკეთოს.

უზნეობის ნიაღვარი მოდის, დროა ხალხმა დაანახოს ორივეს თავისი ძალა, თქვას, რომ აღარ უნდა ასე ცხოვრება, შემოხაზოს არც “ნაცი” და არც “ქოცი“. ქვეყანა დაქცეულია და თუ ამომრჩეველი სათანადოდ არ მოიქცევა, დავრჩებით წუმპეში”, – აცხადებს გოგი წულაია.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა 17 ოქტომბერს გაავრცელა კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ კახა კახიშვილს პატიმრობის გარკვეული პირობების შექმნაზე შეუთანხმდა და რადგან შეთანხმება დაირღვა, კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატებს გამოაქვეყნებს.

საქართველოს პროკურატურამ კი გაასაჯაროვა გიორგი დგებუაძის (მასტერა) და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის საუბრის ჩანაწერი, რომელშიც პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაც არის ნახსენები.

 

 

იტვირთბა....