არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის “ათი ოცნება”: “ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში”: დავით ზურაბიშვილმა არქივს მიაგნო

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის 2012 წელს, მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს უკავშირდება. როგორც დავით ზურაბიშვილი წერს, მან მაშინ გამოაქვეყნა “ათი ოცნება”, სადაც ის მიმართავს სხვადასხვა მინისტრებს და ბოლოს პრემიერ-მინისტრს.

“მაშინ ეს ქალბატონი არც საპრეზიდენტო კანდიდატი არ იყო და საერთოდ არ გახლდათ სახელისუფლო კოალიციის წევრი, ამიტომ მისი მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი აზრებისთვის ბევრს არ მიუქცევია ყურადღება, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი სულ სხვანაირად ჟღერს.

აქ შემოგთავაზებთ ორიოდ ფრაგმენტს მისი ოცნებებიდან, სადაც ის განსაკუთრებით მავნე და ქვეყნისთვის საზიანო აზრებს აფრქვევს. ვისაც სრული სახით აინტერესებს მისი ოცნებები, მოინახულეთ მისი ფეისბუქგვერდი, კერძოდ 2012 წლის 9 ოქტომბრის სტატუსები.

“მეხუთე ოცნება

კონფლიქტების მინისტრს! რეინტეგრაცია სიტყვა რა ვქნა და არ მომწონს და არ მგონია საქმეს წარუდგეს… ჯერ დევნილებს ადამიანური პირობები შევუქმნათ, ბოლო ომის დევნილებს კი – სასაზღვრო ზოლიდან ძალით გამოყვანილეებს – საქათმეებიდან დავაბრუნოთ სასაზღვრო სოფლებში სადაც თავიანთი კარ მიდამო მათ ელოდება … მერე კი, შევქმნათ მოლაპრაკების პირობები და ამისათვის სიტყვა „არასოდეს“ ან „წინაპირობა“ ლექსიკონიდან ამოვიღოთ … ან კიდევ „ჩქარა“ „დაბრუნება“ „ტერიტორიები“… და რადგანც დრო გვაქვს დავიწყოთ ფიქრი იმაზე თუ როგორ შევადგინოთ ერთად ისტორიის სახელმძღვანელო

მეცხრე ოცნება

საგარეო საქმეთა მინისტრს – დიდი ხანი ვიფიქრე მეოცნება თუ არა.

რა ვქნა ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში .. ალბათ, იმიტომ რომ ახლოდან მაქვს ნანახი და გამოცდილი… კარგია მათთან თანამშრომლობა, მათი ღირებულებების ხშირ შემთხვევაში გაზიარება, და აუცილებელი მათი გამოცდილების გათვალისწინება… მაგრამ საოცნებოდ მე ვხედავ საქართველოს, რომელიც დაიბრუნებს კავკასიაში თავის სახეს და თავის როლს როგორც გამაერთიანებელს, დამაწყნარებელს და წამყვანს თანამედროვეობისკენ….” (ციტატის დასასრული)

ესე იგი რაო ქალბატონმა? არც ნატოში შესვლა გვინდა, არც ევროკავშირში, რადგან ნანახი მაქვს და ვიცი რა ხიხიაცააო? და სიტყვები “ტერიტორიები,” “დაბრუნება” და “წინაპირობები” უნდა დავივიწყოთო?… – წერს დავით ზურაბიშვილი.

“აი, რა გინდა რომ თქვა? სხვა რომც არაფერი ჰქონდეს ნაბჟუტურალი, მარტო ეს სიტყვებიც საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რათა ეს ადამიანი არათუ პრეზიდენტად არ აირჩიოს თავმოყვარე ერმა, არამედ სოფლის ბირჟაზეც არასდროს მოუსმინოს. ხოლო რაც შეეხება მის საპრეზიდენტო კანდიდატად წამომყენებლებს და მხარდამჭერებს, მათ კეთილი უნდა ინებონ და ან მკაფიოდ და ცალსახად გაემიჯნონ საკუთარ ჩასვრილს, ანუ მავნებელ და ანტისახელმწიფოებრივ კანდიდატს, ან გვითხრან, რომ არც ტერიტორიების დაბრუნებას აღარ აპირებენ აწი და ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული ორიენტირიც აღარაა ნატო და ევროკავშირი და მერე რაც მოუვათ, თავის თავს დააბრალონ”. – განმარტავს დავით ზურაბიშვილი.

სხვა ამბები

ლევან ხაბეიშვილი სუს-ში დაიბარეს

newsadmin

სროლა ბრაზილიის ეკლესიაში – მოკლულია 5 ადამიანი

newsadmin

სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება

newsadmin

ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ

newsadmin

იუნესკოს გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

newsadmin

აპატურაი: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ღია და სამართლიანი

newsadmin

უსუფაშვილი: აშკარაა, რომ მოქმედ მმართველ პარტიას მოსახლეობის 50%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს

newsadmin

სუს-მა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ირანის 7 მოქალაქე დააკავა

newsadmin

7 ნოემბრის საქმეზე,  ლევან გაჩეჩილაძე, კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური დაიკითხებიან

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ
ბოლნისში გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის მშობლები ძალოვან უწყებებს გამოძიების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში,.. ნახე სრულად..